ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. ის ამ წუთებში ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას ესწრება. მასთან ერთად მრევლი, ქალაქის მერი, გიორგი შენგელია, მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია და მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იმყოფებიან.
„ზუგდიდს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვერ ვატარებთ კულტურულ ღონისძიებებს და ტრადიციულად ტაძრებში აღევლინება წირვა“, - აღნიშნა გეგა შენგელიამ.
ქვეყნის პრეზიდენტი კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.


ინფორმაციისთვის, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1990 წელს გაიხსნა, ხოლო ვლაქერნობის დღესასწაული პირველად 1996 წელს იზეიმეს.

Print