ახალი ამბები
პრეზიდენტი: მოვუწოდებ ყველას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაესწროს ვლაქერნობას
საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველო, მათ შორის, ზუგდიდი უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთი უდიდესი ადიგლი. ამის შესახებ მან ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრში ისაუბრა, სადაც ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს.

„მინდა, რომ ყველას, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ, ზუგდიდი და მცხეთა არიას ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. მე ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობელის კვართი არის ჩვენთვის ერთ - ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ, არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც. ჩვენ გვაქვს უამრავი წმინდა ადგილი საქართველოში და საქართველო უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთ უდიდესი ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება.

Print