ახალი ამბები
ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს
ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო ელექტრონულ სისტემებზე წვდომა აღუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სანოტარო საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს.

„თუმცა, ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში.რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას.ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში მიდგას ეს დღეები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც აქტიურად აშუქებს საქმის დეტალებს. თქვენს გარეშე ეს შედეგია არ დადგებოდა“,- წერს ის.

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, 19 ივნისს იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმეს უკავშირებს, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი.


Print