ახალი ამბები
მესტიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს 
მესტიაში, მდინარე მულხურაში რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მაშველებმა იპოვეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სოფელ მულახში მერის წარმომადგენელმა ვასო ზურებიანმა უთხრა. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იყო ჩართული. 

მომხდარზე გამოძიება გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიმართ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე თემაზე: 

მესტიის სოფელში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ


Print