ახალი ამბები
საბავშვო ბაღების გახსნისთვის ზოგადი რეკომენდაციები იმოქმედებს - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმის გამოყენება ვერ მოხერხდება და შესაბამისად მაქსიმალური სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაზე, აქ ბაღებიც მოიაზრება. როცა დაიწყება სწავლა, ბაღებთან დაკავშირებითაც ზოგადი რეკომენდაციები არის იგივე. აქ რა თქმა უნდა, ონლაინ მექანიზმს ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს იქ, სადაც იქნება ბაღი განთავსებული. ამდენად, აქაც არის ის მექანიზმები, რაც ვიცით რომ მუშაობს, ანუ ინფექციის კონტროლის ზოგადი წესები,"- განმარტა გაბუნიამ.

სკოლებში შესაძლოა სასწავლო წელი შერეული მექანიზმით წარიმართოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც.

Print