ახალი ამბები
ხობში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოპედი ქვეითს დაეჯახა. შედეგად ქალი და მძღოლი დაშავდნენ. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ კვლევები უტარდებათ. ექიმების ინფორმაციით, პაციენტები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფებიან და გონზე არიან.

ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print