ახალი ამბები
მესტიაში 13 წლის მოზარდს მეორე დღეა ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 13 წლის ი. ფ.-ს მეორე დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან გუშინ, დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს ოჯახის წევრებთან ერთად პოლიციაც ეძებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Print