ახალი ამბები
მესტიაში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მაშველები ჩაერთნენ
მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მაშველი ჩაერთო. 13 წლის დავით ფილფანის გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

Print