ახალი ამბები
„გემუანი“ ოქროს ბრენდი 2019-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ოქროს ბრენდი 2019-ის ერთ-ერთი ნომინაციის - „ინოვაციური ბრენდი ქართულ ბაზარზე – No1 ოქროს ბრენდი“- გამარჯვებული შპს „გემუანი“ გახდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამშობლოში მათი საქმიანობის აღიარება ორმაგად მნიშვნელოვანი და სტიმულის მიმცემია.

„მიუხედავად იმისა, რომ „გემუანი“ ფლობს არაერთ საერთაშორის სერთიფიკატს, იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ნდობის ხარისხი მაღალი აქვს, ეს აღიარება ჩენთვის დამატებიტი სტიმულის მომცემია. ძალიან სასიხარულოა, რომ შენს ქვეყანაში, სადაც აწარმოებ პროდუქტს, გენდობიან და ეს გაძლევს დამატებით ძალას უფრო დიდი ენეგრგიით აკეთო საქმე“, - აღნიშნა კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერმა, ედუარდ ფარცვანიამ.

2019 წლის ნომინანტთა კვლევაში მონაწილეობა ასამდე ექსპერტმა მიიღო, მათ შორის ექსპერტებმა ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნესა დმინისტრირების სპეციალისტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა, საკონსულტაციო კომპანიებმა, სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში 17 ივლისს გაიმართა.

მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოშიმეწარმე ქალთა საბჭოს მიერ. ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის, ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული მუშაობის გათვალისწინებით მოხდა.

ოქროს ბრენდი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია, რომელიც საქართველოში, კომპანია Global Idea -სდა The FINANCIAL -ს ეკუთვნის.

შპს ,,გემუანი“ მდებარეობს ზუგდიდში, სოფ.ზედაეწერში, საკუთრებაში აქვს კივის პლანტაციები და ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც საკუთარი და სხვა რეგიონებიდან მიღებული ხილისგან, გაყინვით შრობის მეთოდით აწარმოებს მშრალი ხილის ჩიფსებს, რომელიც არ შეიცავს დანამატებს, დამატკბობლებსა და კონსერვანტებს.
კომპანიას აქვს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) აღიარება, ხოლო USAID- ის REAP- ის მხარდაჭერით, მიღებული აქვს GLOBALG.A.P- ს სერტიფიკატი. გარდა ამისა, 2018 წელს, TÜV HELLAS (TÜV NORD) ს.ს. პროცედურების შესაბამისად, კომპანამ მიიღო სერტიფიცირება, იმისთვის, რომ შპს “გემუანი” იყენებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას (IFS) ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და გაყინვით შრობისთვის.

Print