პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან ირაკლი ჩიქოვანია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კანდიდატად კოჯორში გამართულ ღონისძიებაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

„ირაკლი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ის მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს საგარეო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნისა და გუნდის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი ჩიქოვანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, იურისკონსულტის პოზიციაზე დაასევე იყო განყოფილების უფროსი. 2004-2005წ წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, დეპარტამენტის დირექტორად 2005-2009 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლიდან დღემდე იყო პრემიერ- მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.

Print