პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია სამეგრელოს ოთხი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატია. ალექსანდრე მოწერელია მაჟორიტარობისთვის აბაშაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში იბრძოლებს.

მოწერელია კანდიდატად პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარაგინა.

"ალექსანდრე მოწერელია არის რეგიონის მოქმედი გუბერნატორი, წარმატებული მენეჯერი, რომლის მუშაობის პირობებში რეგიონში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა", - ასე შეაფასა კობახიძემ სამეგრელოს გუბერნატორი.

ალექსანდრე მოწერელიამ 1989-1995 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ფიზიკოსის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: 1994 – 1995 წწ. - ქალაქ ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინერი 1995 – 1996 წწ. - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორი 1996 -1997 წწ. - საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს უფროსი ინსპექტორი 2002 წ. – USAID- ის ბიზნეს საკვალიფიკაციო პროგრამის სტაჟირება, აშშ 1998 – 2002 წწ. - შპს „მაგთიკომი“-ის რეგიონალური წარმომადგენელი სამეგრელოში 2003 – 2004 წწ. - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსი 2005 – 2007 წწ. - შპს „Fima-Georgia“ -ის მმართველი პარტნიორი 2007 წ. - შპს „Cap Georgia“-ის დირექტორი/პარტნიორი 2013 - 2018 წწ. - „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტბისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული.


Print