რეგიონი
მესტიაში 13 წლის ბიჭს ისევ ეძებენ
მესტიაში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ბიჭს, უკვე მესამე დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში სამართალდამცავებთან და მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართული.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით, მომხდარის შესახებ ვერსიები არ ვრცელდება.

მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის არავის უნახავს.

გამოძიებას ფაქტზე შს სამინისტრო 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს.
Print