ახალი ამბები
ლენჯერში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიაში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა.

ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.

პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. გარდა ამისა, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით.

მესტიაში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ბიჭს, უკვე მესამე დღეა ეძებენ. მოზარდი სახლიდან 18 ივლისს, დილის 11 საათზე ველოსიპედით სასეირნოდ გავიდა, თუმცა მას შემდეგ ის არავის უნახავს.




Print