ახალი ამბები
სეს: სამეგრელოში აზიური ფაროსანას წამლობა გრძელდება
ხობის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა მიმდინარეობს. სურსათის ეროვნულის სააგენტოს ცნობით, ცხრა სოფელი: ხეთა, ხამისკური, თორსა, პირველი მაისი, ნოჯიხევი, ბია, საჯიჯაო, ძველი და ახალი ხიბულა 50 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკით მუშავდება. ამავე ცნობით, ღონისძიებები ტარდება საყანე ფართობებშიც, სადაც ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება.

„აღნიშნულ მუნიციპალიტეტში სულ 2880 ჰექტარია დამუშავებული. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეტაპობრივად მიმდინარეობს და დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს“, - ამბობენ სესში.

ინფორმაციისთვის, აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და გასული წლებში თხილის და სიმინდის მოსავალს დიდი ზიანი მიაყენა. მიმდინარე წელს მავნებლის გავრცელებამ იკლო, თუმცა ცალკეულ ლოკაციებზე ის მაინც შეინიშნება.

Print