ახალი ამბები
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდში ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ​ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სატვირთო მანქანა დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ის სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print