ახალი ამბები
მესტიაში დაკარგულ მოზარდს ანაკლისა და ბათუმშიც ეძებენ
მესტიის სოფელ ლენჯერში ექვსი დღის წინ დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები პარალელურად ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც მიმდინარეობს. ახლობლების ინფორმაციით, გაუჩინარებულს ზღვის სანაპიროზე მეზობლები და ნათესავები ეძებენ.

"ოჯახის ინიციატივაა ზღვისპირეთში ეძებონ, რადგან იქ ნამყოფია და შესაძლებელია ზღვაზე წავიდა. ნათესავები წავიდნენ, იქ მაშველებიც დაეხმარებიან. ვერაფერი გზა-კვალი ვერ იპოვეს ჯერჯერობით", - თქვა გაუჩინარებული ოჯახის ახლობელმა დალი გურჩიანმა.

ადგილობრივი მოსახლეობა და 50-მდე მაშველი 13 წლის ილია ფილფანს სვანეთში ექვსი დღეა ეძებს.

მოზარდის გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

Print