ახალი ამბები
ლენჯერში დაკარგულ მოზარდს ისევ ვერ პოულობენ
მესტიაში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. პროცესში 80-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად სამართალდამცავები და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სვანეთის გარდა, დაკარგულ ბავშვს შავი ზღვისპირეთში, კერძოდ, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც ეძებენ.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავინ უნახავს. მისი გაუჩინარების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.













Print