ახალი ამბები
სოხუმმა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაადასტურა
სოხუმში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან სოხუმის სამედიცინო დაწესებულებების პაციენტები და თანამშრომლები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ 22 ივლისს დადასტურებულ ინფიცირებულებთან, წერს "აფსადგილ ინფო".

ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე Сovid – 19 - ით ინფიცირების 45 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 1 - გარდაცვალების, გამოჯანმრთელებულია 37 პაციენტი.





Print