ახალი ამბები
სოფელ ჯიხაშკარის სკოლის რეაბილიტაციისთვის სამ მილიონიანი ტენდერია გამოცხადებული
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის N2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 178 543 ლარის შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს შენობის თბოიზოლაციას, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებას და ბიუჯეტის დაზოგვას.

სამუშაოები ითვალისწინებს სასწავლო შენობის ოთახების გადაგეგმარებას და რეაბილიტაციას, სპორტული დარბაზის სრულ შეკეთებას, საპირფარეშოების მოწყობას,  პირველი სართულიდან მეორეზე ასასვლელად ლიფტის მიშენებას შშმ- პირებისთვის, მულტიფუნქციური ლაბორატორიის მოწყობას, სამივე სართულზე სანიტარული კვანძების განთავსებას, ცენტრალური გათბობის მონტაჟს, ბიბლიოთეკისა და ბუფეტის მოწყობას.

აღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე 24 ივლისს გამოცხადდა და 26 აგვისტოს დასრულდება.


Print