ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზარში კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრეს (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ზუგდიდის აგრარულ ბაზარში, კორონავირუსთან დაკავშირებით ზომები გაამკაცრეს. ამავე ცნობით ბაზრის შესასვლელთან ტარდება თერმოსკრინინგი და დამონტაჟებულია დეზობარიერები. დახურულ პავილიონებში კი მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. აღნიშნული რეკომენდაციების დაცვას, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბი სხდომის შემდეგ ბაზრობებზე თერმოსკრინინგის და შერჩევითი ტესტირების ჩატარების შესახებ განაცხადა.
Print