ახალი ამბები
წალენჯიხის მკვიდრი სამი ახალგაზრდა საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობიდან გაათავისუფლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავასთან დაკავებული სამი მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც რადიო "ათინათს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, მათ ცხელი ხაზის მეშვეობით დაუდასტურეს, თუმცა უწყების ცნობით, მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჯერ არ იმყოფებიან. 

1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია მიმდინარე წლის 6 ივნისს დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახური" ახალგაზრდებს "საზღვრის უკანონო კვეთაში" ადანაშაულებდა.

ამავე თემაზე:

სოხუმი: დაკავებული წალენჯიხელი ახალგაზრდები იზოლატორში იმყოფებიან

სოფელ მუჟავასთან ოკუპანტებმა სამი ახალგაზრდა დააკავეს


Print