ახალი ამბები
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 34 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებასთან  დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შს სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

"დაკავებულია ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

ამავე თემაზე: 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს
Print