ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 26 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. მანამდე ის სოხუმის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, პაციენტს ქრონიკული კარდიოლოგიური დაავადებები ჰქონდა, წერს "აბხაზია ინფორმი" ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში 8 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მუშაობს. დღეის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბილკაში Covid – 19 - ით ინფიცირების 55 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 2 პაციენტი გარდიცვალა, გამოჯანმრთელებულია - 37 ადამიანი.


Print