ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლის პირველი აგვისტოდან აღარ დაიკავებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე განუცხადა. მისი ინფორმაციით, წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.

მოწერლიას განმარტებით,  მხარის ახალი რწმუნებულის დანიშვნამდე გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

ალექსანდრე მოწერელია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი 2018 წლის აგვისტოდანაა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში.
Print