რეგიონი
ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა
ზუგდიდში 27–28 ივლისს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა 790 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ საქონელი. ერთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს სს კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.


Print