ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის შენობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 
ზუგდიდის მერიის შენობაში ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც ბიზნესმენი მანანა მიქავა, მხარდამჭერებთან ერთად მერთან შეხვედრას მოითხოვს. ის მერიისგან იმ საბუთების წარდგენას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მას ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. მიქავა ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

ინფორმაციისთვის, საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

სწორედ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს. 


ამავე თემაზე: 

ინცინდენტი ზუგდიდის საკრებულოში - ბიზნესმენმა მამუკა წოწერიას წყალი შეასხა (ვიდეო)

მანანა მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციასთან კარავი გაშალა (ფოტო)

ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბთან აქცია დასრულდა (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს (ვიდეო)

მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)

ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)

ზუგდიდელი ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

"ლაზიკა კაპიტალთან" დავაში მყოფმა პირებმა ზუგდიდის პროკურატურასთან აქცია გამართეს (video)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.პ.ს. "აკვაპარკს" შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდა


Print