ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი აქციებს აანონსებს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდელი ბიზნესმენი შპს „აკვაპარკის“ მფლობელი მანანა მიქავა მიწის დაბურნების მოთხოვნით აქციებს აანონსებს, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს. მანანა მიქავა დილიდან მერიის შენობაში იმყოფებოდა და მერთან გიორგი შენგელიასთან შეხვედრას ითხოვდა. შემდგომ კი მისი დაკავებაც მოითხოვა, რადგან საბუთების გაყალბებაში სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მიქავა და მისი მხარდამჭერები მერიაში მოქალაქეების და თანამშრომლების შესვლას ხელს უშლიდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

საბოლოოდ, მიქავას არც მერი და არც სხვა წარმომადგენელი არ შეხვდა, თუმცა მიქავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის უახლოეს დღეებში აქციას კვლავ მოაწყობს.

ზუგდიდის მერიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ და განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც მანანა მიქავა დაობს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.



Print