რეგიონი
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყეს
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან შედგება.

საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, 2020 წლის 9 იანვარს საბოლოოდ გაწყვიტა.
Print