ახალი ამბები
იდლიანში საპროტესტო აქცია დასრულდა
მესტიის სოფელ იდლიანში საპროტესტო აქცია დასრულდა. ადგილობრივებმა გახსნეს გზა, რომელიც მათ დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთან პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ჯაფარიძე სოფლის მცხოვრებლებს შეჰპირდა, რომ მათი მოთხოვნის შესახებ უახლოეს დღეებში მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებს, რის შემდეგაც მათ კვლავ შეხვდება. იდლიანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახალი ხიდის აშენების პირობას არ მიიღებენ, აქციებს განაახლებენ.

ადგილობრივები სოფელთან დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ცენტრამდე ფეხით უწევთ რამდენიმე კილომეტრის გავლა.


ამავე თემაზე: 

იდლიანში მოსახლეობამ მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტა




Print