ახალი ამბები
რუსეთი 1 აგვისტოდან აფხაზეთთან "საზღვარს" ხსნის
ხვალიდან რუსეთი აფხაზეთთან ე.წ. საზღვარს ხსნის. ინფორმაციას ოპერატიული შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით, "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

რუსეთის ვიცე - პრემიერის ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, შტაბმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სოხუმში ჩასულმა "როსპოტრებნადზორისა" და რუსეთის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა აფხაზეთში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაციის მონიტორინგი განახორციელეს და იქ არსებული მდგომრეობა შეაფასეს, როგორც სტაბილური. მათივე მტკიცებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მზადაა დამსვენებლების მისაღებად.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ბოლო განკარგულების თანახმად, რუსეთთან "საზღვრის" კვეთაზე შეზღუდვები 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა. თავად ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა, თუმცა, მისი ვიზიტის მიზნების შესახებ ჟურნალისტებისთვის არაფერი უცნობებიათ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 14 კოვიდ - დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, 30 - თვითიზოლაციაში იმყოფება.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩოვიდ – 19 – ით ინფიცირების 84 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.








Print