ახალი ამბები
ფოთში კეფალის ონლაინ ფესტივალი ჩატარდება
ფოთში 15 აგვისტოს კეფალის ფესტივალი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. როგორც ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული, ფესტივალის ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია "ლინატა" და ადგილობრივი მოქალაქეები. 

ღონისძიებები ოქროს ტბაზე ჩატარდება და ნაწილობრივ მალთაყვის სანაპიროსაც მოიცავენ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია თევზაობა, ადგილობრივი კერძების მომზადება, ვიდეო-ექსკურსიები, საოჯახო "მხიარული სტარტები", ასევე ჩატარდება ვიქტორინები, რომელთა გამარჯვებულებიც დასაჩუქრდებიან. 

"ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე და ამით ქალაქის განვითარებას შევუწყოთ ხელი. მეორე კი საოჯახო დასვენების კულტურის განვითარებაა, რომ ფოთელებმა გაატარონ ერთი ლამაზი დღე ოჯახთან ერთად", - ნათქვამია ფესტივალის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 


Print