ახალი ამბები
აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარობისთვის ლელა ქებურია იბრძოლებს
"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა. მათ შორისა ლელა ქებურია, რომელიც კენჭს აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქში იყრის. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა.

"რატომ არის მნიშვნელოვანი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები? იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ ესმის და არ აწუხებს ხალხის გაჭირვება. საქართველოს დღეს მართავს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმსა და კორუფციაში, წილებსა და "ატკატებში". ეს არის მათი საქართველო, მათი საქართველო არის ოლიგარქის შუშის სასახლეში, კორუქციასა და კრიმინალში, მაგრამ არის სხვა საქართველო, რომელიც დღეს არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში, სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. "ევროპული საქართველოს" მთავარი დაპირებაა - კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 9 აპრილის ბაღში წარადგინა.

Print