რეგიონი
მთავრობა 17 წლამდე ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარს ჩაურიცხავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დამხარებას მიიღებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს თანხა მათ სწავლის დაწყების პროცესში დასჭირდებათ.

"ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - თქვა გიორგი გახარიამ.
Print