ახალი ამბები
სოხუმი: გამოიკვლიეს 105 პირი, კორონავირუსი 2 მათგანს დაუდასტურდა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, 5 აგვისტოს 105 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და ორ მათგანს დაუდგინდა Covid – 19. ამ ეტაპზე, გუდაუთის საავადმყოფოში 37 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონვირუსით ინფიცირების 109 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 37 - გამოჯანმრთელებულია, სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემილოგიურის სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, 1 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ფსოუზე გახსნა ე.წ. საზღვარი. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ იმავე დღეს მოაწერა ხელი. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.

ამავე დროს, აფხაზურმა მხარემ 5 აგვისტოს ცალმხრივად ისვ გახსნა ენგურის ხიდი, რომლის გადაკვეთაც სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებს 9 აგვისტოს ჩათვლი შეუძლიათ.










Print