ახალი ამბები
სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ხვალიდან განახლდება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც მარტის ბოლოს შეწყდა, 7 აგვისტოდან აღდგება. ამის შესახებ "აფსადგილ ინფო" წერს "აფხაზეთის რკინიგზის" გენერალური დირექტორის იგორ მარღანიას ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მოსკოვიდან სოხუმში მატარებლები ყოველდღიურად, ხოლო სანკტ - პეტერბურგიდან - განრიგით ივლიან, გარდა ამისა, მარღანიას ინფორმაციით, 17 აგვისტოდან სამარიდანაც შესრულდება რეისი, ხოლო 15 აგვისტოდან, ტუაპსე - გაგრის მარშრუტით, ტურისტული მატარებელი ივლის.

ფსოუზე "საზღვარი" რუსეთის ფედერაციამ 1 აგვისტოდან გახსნა. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ 1 აგვისტოს მოაწერა ხელი. მანამდე, 30 ივლისს, ის მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული.







Print