ახალი ამბები
ჯვარში მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ადგილობრივებმა რადიო "ათინათს" უთხრეს მამაკაცი სოფელ ოჭანეს მკვიდრია. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით პაციენტი მუცლის ღრუში შემღწევი ჭრილობით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. 

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


Print