რეგიონი
ჯვარში 40 წლამდე მამაკაცი მეზობლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
წალენჯიხაში, ჯვარის სოფელ ოჭანეში 40 წლამდე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ამავე ასაკის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს და ის დაჭრილის მეზობელია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, სოფელ ოჭანეში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით 6 აგვისტოს დაჭრეს.


Print