ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესებუამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ საკრებულოს ბიუროს უკვე ეცნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესებუას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულია. განცხადებაში გადადგომის მიზეზად მან ოჯახური მდგომარეობა მიუთითა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე კობა ჯიქია შეასრულებს.

ბესიკ ესებუა საკრებულოში, როგორც არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ისე შევიდა და უპარტიო წევრი იყო.
Print