ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში სასტუმრო "ოდიშის" შენობა გაიყიდება
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობა პირობიან აუქციონზე გაიყიდება.  ამის შესახებ საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. ქონების საწყისი ფასი 4 000 000 ლარია. გარდა ამისა, შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს, საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, მათი განსახლება ბარამიას ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ ბინებში მოხდება.
Print