ახალი ამბები
სენაკში სასულიერო პირის ოჯახი დააყაჩაღეს 
სენაკში, ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახი წუხელ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სახლიდან მცირე რაოდენობით თანხა და ტელეფონები წაიღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იყვნენ.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.
Print