ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში 82 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, 6 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით "აბხაზია ინფორმი" ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუადაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსის 114 შემთხვევა დაადასტურა, 37 - ადამიანი გამოჯანრთელებულია, სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემილოგიურის სიტუაციის გაუარესების მიუხედავად, 1 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ფსოუზე გახსნა ე.წ. საზღვარი. შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ იმავე დღეს მოაწერა ხელი. კორონავირუსის პანდემიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმოსვლა ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის 8 აპრილიდან იყო შეზღუდული. გარდა ამისა, 7 აგვისტოდან სოხუმსა და მოსკოვს შორის, მარტის ბოლოს შეწყვეტილი, სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა.

ამავე დროს, აფხაზურმა მხარემ 5 აგვისტოს ცალმხრივად ისვ გახსნა ენგურის ხიდი, რომლის გადაკვეთაც სამეგრელოდან აფხაზეთში გადამსვლელებს 9 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.





 

Print