ახალი ამბები
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები
ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე, სოფელ კახათთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტური იყო და ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ავარიის, სავარაუდო, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



Print