ახალი ამბები
აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება
აბაშის იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღია წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს ფულადი ჯილდოები და პრიზები გადაეცემათ.

საქართველოს ჩემპიონატი კი 19-20 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართება, სადაც პირველობისთვის ამ შეჯიბრში გამარჯვებული სპორტსმენები იბრძოლებენ.

შეჯიბრს კოორდინირებას საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია უწევს.

Print