ახალი ამბები
მესტიის საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
17 კოვიდადასტურებულ პაციენტს შორის ერთ-ერთი მესტიის საავადმყოფოს ექიმია. მერიის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის ნია ბჟალავას ინფორმაციით, მედიკოსს ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

"ამ ექიმს თბილისიდან მესტიაში ჩამოსულ ერთ-ერთ მოქალაქესთან ჰქონდა კავშირი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები პირველს გამოუვლინდა. ის მესტიის საავადმყოფოში პნევმონიის ნიშნებით და ცხელებით მოათავსეს და ამ მედიკოსმა გაუწია კონსულტაცია. ექიმს ყველა საჭირო აღჭურვილობა ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოუვლინდა ვირუსი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - უთხრა რადიო "ათინათს" ბჟალავამ.

მისივე ინფორმაციით, სვანეთში გაფართოებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს და ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, სავარაუდოდ, რამდენ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულებთან.

ინფორმაციისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სულ 17 მოქალაქეს დაუდასტურდა. აქედან, სამი თბილისიდან მესტიაში სტუმრად ჩავიდა, დანარჩენები მათი კონტაქტები არიან.

Print