ახალი ამბები
მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზის "შავღელეს" მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები რამდენიმე საათის წინ განვითარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია.

ადგილზე ჩახერგილი გზის გასაწმენდად ტექნიკა მუშაობს, თუმცა, როგორც მესტიის მერიაში ამბობენ, სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით კი ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.
Print