ახალი ამბები
ზუგდიდში 401 ნიმუში გაიტესტა - პასუხები უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 10 აგვისტოს 141 ნიმუშის კვლევა ჩატარდა. აქედან, 17 პაციენტია, მედპერსონალი - 27, კარანტინიდან - 11, თვითიზოლაციიდან - 2, შსს - 80, მძღოლი - 3 და დადასტურებული შემთხვევის 1 კონტაქტი. ყველა ანალიზის პაუსუხი უარყოფითია.

ინფორმაციისთვის, გუშინ სვანეთში კოვიდ19-ზე გატესტილი 30 ანალიზიდან 17-ის პასუხი დადებითია. პაციენტები ზუგდიდის, თბილისის და ქუთაისი კოვიდმიმღებ ცენტრებში გადაანაწილეს. მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500 მოქალაქე კი საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილეს.
Print