ახალი ამბები
დეპუტატი ვაშლზე გამოსახულ ჯვრის მსგავს ნიშანზე: დიდება უფალს!!!
„ქართული ოცნების“ ჩხოროწყუელი დეპუტატი ჯუმბერ იზორია სოციალურ ქსელში საკუთარ ეზოში მოყვანილი ვაშლის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც გარკვეული ნიშანია გამოსახული. სავარაუდოდ, დეპუტატი ამ ნიშანს ჯვარს ამსგავსებს და წერს: "დიდება უფალს".
კანონმდებლის პოსტს ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მათი ნაწილი ფოტოებს იწონებს და უფალს ადიდებს.


"სიყვარულია მიწიერი სასწაულისა და მადლის სათავე; ასევეა ადამიანებისადმი თქვენი დამოკიდებულება მოქმედი სათნოება, კაცობისა და ქართველობის მძიმე, მაგრამ აუცილებელი, საწუთისოფლო ჯვრის მტვირთველო მამულიშვილო! გაიხარეთ თქვენს ღვაწლში!" 

"გფარავდეთ ღმერთი".

„დიდება უფალს, ეს დიდი ღვთის წყალობაა".

„უფლის ჯვარი იყოს შენი მფარველი".

„ჯვარი ვაშლზე პირველად ვნახე!!!დიდება უფალს!”.
ფეისბუქმომხმარებლების ნაწილმა კი დეპუტატი გააქილიკა და პოსტის ქვეშ სხვადასხვა შინაარსის კომენტარები დატოვა.

"კიდევ კარგი .... სახით ბიძინა არ გამოგესახა".

"ახლა მთავარია არ დაუჯეროთ მას, ვინც თქვენ გირჩევთ, რომ ეგ ვაშლი შეჭამოთ მასთან ერთად. გაიხსენეთ, როგორ აცდუნეს ადამი და ევა და არ გაიმეოროთ იგივე შეცდომა. ჯვარი არაა ვაშლზე გამოსახული, су-30 -ია და თუ მაგ ვაშლს გასინჯავთ... მაშინვე რუსეთუმე გახდებით".

"ბოინგს უფრო გაქვს. დიდება უფალს".

"შენ ისეთი კაციხარ მაგრად ვარ დარწმუნებული, რომ ის შენი დარგული ხე ატამსაც მოისხამს".

"გააზიარეთ და დაწერეთ ამინ".

„ერთხელ არ ეყოფა, სამჯერ უნდა ამინ, ოღონდ დილას უზმოზე“.

ინფორმაციისთვის, ჯუმბერ იზორია პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“. მანამდე ის ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

Print