ახალი ამბები
მესტიაში კორონავირუსი კიდევ 12 პირს დაუდასტურდა 
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში Covid-19 კიდევ 12 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა.

"14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო არის გაჩიანი, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და 1 პაციენტი არის იმპორტირებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1058", - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯამში სვანეთში კორონავირუსი სულ 30 ადამიანს დაუდგინდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, ჯამში, 1278-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში 7 708 მოქალაქე იმყოფება.





Print