რეგიონი
სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, მესტიის სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში შესვლა-გამოსვლა მკაცრად კონტროლდება.

„ეპიდემილოგები ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი უშგულიდან ქვევით მოჰყვება, მეორე ნაწილი კი იდლიანში, ხაიშსა და ჭუბერში მუშაობს. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების შესახებ და სწორედ ამიტომ, პრევენციის მიზნით, ლენჯერი სრულად ჩაიკეტა“, - თქვა ვიბლიანმა.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სოფელში სურსათის და პირველადი დახმარების ნივთების შეტანა წესების სრული დაცვით მოხდება.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც სვანეთში ახალი კორონავირუსის 30 შემთხვევა დადასტურდა, 4000 ადგილობრივის და ტურისტის გამოკვლევა გადაწყდა.

Print