ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა
მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე- ღამის განმავლობაში სოხუმში 131 პირის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. 7 მათგანს Covid-19 დაუდგინდა. ამავე ცნობით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 40 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 ბავშვია. 3 პაციენტი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია.

შტაბის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 155 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 51 - ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print